ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამა

ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამა გამოირჩევა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მაღალი ხარისრხით. ლექციებს კითხულობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები, რომელთაც აკადემიურ ცოდნასთან ერთად დიდი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. არსებულ და მომავალ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მიიღონ თეორიული ცოდნა, თვალი ადევნონ და კრიტიკულად შეაფასონ  რეალურ ბიზნეს გარემოში მიმდინარე პროცესები და გამოიმუშაონ ამ გარემოში სწორად ორიენტირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში სტუდენტებს აძლევს ბიზნესის ფუნქციონალური სფეროების საბაზისო ცოდნას. პროგრამის პრაქტიკული ელემენტი კი უზრუნველყობს ბიზნეს სამყაროს რეალურ აღქმას. პროგრამა ორიენტირებულია  დასაქმების ბაზარზე, ის  თავსებადია  უმაღლესი განათლების აღიარებულ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან, პრინციპებთან და მეთოდოლოგიასთან, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას სტუდენტების, მომავალი დამსაქმებლებისა  და  ყველა სხვა  დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ.

საბაკალავრო პროგრამაზე ფუნქციონირებს ქართული და  ინგლისურენოვანი სექტორები.

დამსაქმებლებთან თანამშრომლობა

პროგრამა ითვალისწინებს მაქსიმალურად დაუახლოოს სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებლებს საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში პრაქტიკის ორგანიზებითა, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვა ფორმების (მ.შ. შეხვედრები, ლექციების ორგანიზება, ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა და სხვ) გამოყენებით. შედეგად, პროგრამა  საშუალებას აძლევს სტუდენტებს  უპასუხონ თანამედროვე ბიზნეს გარემოს სტანდარტებსა და საჭიროებებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

ჩვენი კურსდამთავრებულები

პროგრამის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან დასაქმების მაღალი მაჩვენებლით როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კერძო და საჯარო ორგანიზაციებში. მათ აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიკავონ ფუნქციური პოზიციები საწყის და საშუალო მმართველობით რგოლებში და უმაღლეს მმართველობით რგოლთან ერთად  მონაწილეობა მიიღონ  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მიმართულებები

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო დონეზე ფინქციონირებს 5 საგანმანათლებლო პროგრამა: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, ტურიზმი. პროგრამის სტრუქტურა, მოცულობა და შინაარსის თანდათანობითი განვითარება უზრუნველყოფს დასახული მიზნებისა და შედეგების მიღწევას.

სწავლების პირველი ორი წელი ეთმობა დისციპლინებს ბიზნესის ფუნქციონალური სფეროების საბაზო საკითხების შესახებ. მესამე და მეოთხე კურსებზე ხდება ცოდნის სპეციალობის მიხედვით გაღრმავება.     

გარდა აღნიშნული ძირითადი სპეციალობებისა სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ უნივერსიტეტის მასშტაბით სხვადასხვა  ფაკულტეტების მიერ  შემოთავაზებულლი დამატებითი (Minor) სასწავლო პროგრამები. უშუალოდ ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გთავაზობთ დამატებით სასწავლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით: