პროექტის მიზნია უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მისცეს შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, ასევე განავითარონ გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარჩვევები.

პროექტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობებს ე.წ ქეისის საფუძველზე გადაჭრან რეალური ბიზნესი პრობლემები, რომლებიც აქტუალურია დღესდღეობით თანამედროვე ბიზნესში. პროექტში მონაწილე თითოეული გუნდი შედგება 6 ადამიანისაგან. მონაწილეებმა უნდა მოირგონ შემდეგი როლები: მარკეტინგის მენეჯერი, ფინანსური დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას შეამოწმონ თავი რეალური ბიზნეს გარემოს მსგავს სიტუაციაში. მონაწილეები შეირჩევიან ინტერვიუს და სპეციალური განაცხადის ფორმის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ იმოქმედონ შეზღუდული დროის პირობებში მუდმივად ცვალებად გარემოში, შეძლონ მშვიდობის შენარჩუნება და ცადონ უკეთ წარმოაჩინონ გუნდის შესაძლებლობები. პროექტის ეხმარება სტუდენტებს გაიუმჯობესონ პრეზენტაციის უნარები და ისწავლონ კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან.