პროექტის შინაარსი 

ბიზნეს ინკუბატორი „IBSU – Idea Lab“ ეს არის ერთ-ერთი იმ ინოვაციური ბიზნეს-პროექტებიდან, რომელიც ეწყობა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხელშეწყობით. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში ინოვაციური აზროვნების ხელშექყობას. პროექტი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

 

  • იდეის გენერირება
  • ბიზნეს მოდელებზე მუშაობა
  • პროტოტიპის შექმნა
  • მენტორინგი/ნეთვორქინგი
  • დაფინანსების მოზიდვა
  • სარგებელი სტუდენტებისთვის

ბიზნეს ინკუბატორის პროექტში მონაწილე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარ ბიზნეს იდეასთან დაკავშირებით:

მოისმინონ სემინარები და ჩაერთონ ვორქშოპებში, რომლებსაც ჩაატარებენ წარმატებული კომპანიებიდან მოწვეული ქართველი და უცხოელი მენთორები
მიიღონ პრაქტიკული რჩევები და შენიშვნები პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან ბიზნეს იდეების რეალიზებასთან დაკავშირებით
ისარგებლო ნუნივერსიტეტის მიერ უზრუნველყოფილი სამუშაო სივრცით
ბიზნესიდეის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოძიების ხელშეწყობა


სხვა დეტალები

ბიზნეს ინკუბატორის პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლიდან. ეს არის ორთვიანი პროექტი, სადაც მონაწილეობას იღებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სექტორების სტუდენტები. წელს პროექტში 24 გუნდი დარეგისტრირდა, რომელთაგან საუკეთესო ბიზნეს იდეას გამოავლენს კომპეტენტური ჟიური დეკემბრის ბოლოს. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ბუდაპეშტში, სადაც გუნდის წევრები გაეცნობიან ადგილობრივი სტარტაპების სპეციფიკას.