კურსდამთავრებულთა Homecoming პროექტი არის ბიზნესის მართვის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი.

პროექტის შინაარსი:

  • შზსუ-ს კურსდამთავრებულები სტუმრობენ უნივერსიტეტს და ატარებენ საჯარო ლექციას, სემინარს ან მუშაობენ პრაქტიკულ ბიზნეს კაზუსებზე სტუდენტებთან ერთად
  • პროექტის ფარგლებში ორგანიზებული რეგულარური შეხვედრები უზრუნველყოფენ კურსდამთავრებულთა ჩართულობას შზსუ-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • შეხვედრები ყოველკვირეული ხასიათისაა
  • შეხვედრის თემის შეთავაზება ხდება მომხსენებლის მიერ, რომელთა აქტუალობასაც ადასტურებს ბიზნესის ფაკულტი და არჩევს შესაბამის აუდიტორიას

 

როექტის მიზნები

 

  • შზსუ-ს ხედვასა და მისიასთან თანხვედრაში კურსდამთავრებულთა გლობალური ღირებულებებისა და სიცოცხლის მანძილზე სწავლისადმი სწრაფვის წახალისება, რათა ჩვენმა სტუდენტებმა შეიტანონ წვლილი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში
  • კომფორტული სივრცის შექმნა კურსდამთავრებულებისა და არსებული სტუდენტებისათვის, კარიერული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული ბიზნეს კაზუსების განხილვის მიზნით
  • კურიკულუმის გამდიდრება კურსდამთავრებულთა მიერ წარმოდგენილი პრაქტიკული კომპონენტით
  • კურსდამთავრებულთა ჩართვა ახალი თაობების აღზრდის პროცესში
  • კურსდამთავრებულთა კარიერაში მიღწევების აღნიშვნა და მათი მოტივაცია განივითარონ სწავლებისა და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები
  • არსებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის კავშირების გაღრმავება
  • პარტნიორული კავშირების გაფართოვება და სტუდენტებისათვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა

შედეგები

  • კურსდამთავრებულების მაგალითზე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დაინახონ თავიანთი თავი მომავალში
  • სტუდენტებს ექმნებათ წარმოდგენა პრაქტიკული ბიზნეს გარემოს შესახებ