"ბიზნეს თამაში" არის ინტელექტუალური შეჯიბრი რომელიც ამოწმებს სტუდენტების ცოდნას ბიზნესის სფეროში და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

• მარკეტინგი და პიარი

• მენეჯმენტი

• ფინანსები

• რა? სად? როდის? (ზოგადი ცოდნა)

პროექტში მონაწილე თითოეული გუნდი შედგება 4 ადამიანისაგან. თამაში მოიცავს ექვთამაში მოიცავს ექვს ეტაპს:

 

I. ლოგო ქვიზი;

II. კომპანიის გამოცნობა მისი სლოგანის მიხედვით;

III. კომპანიის გამოცნობა კომერციული ვიდეოდან სკრინშოტის მიხედვით;

IV. კომპანიის გამოცნობა მისი საუნდტრეკის მიხედვით;

V. რა? სად? როდის? ფორმატის კითხვები;

VI. კომპანიის გამოცნობა მისი კომერციული ვიდეოს მიხედვით;

პროექტში მონაწილე სტუდენტების მოტივაციაა მუდმივად თვალყური ადევნონ ბიზნეს სფეროში მიმდინარე სიახლებსა და ცვლილებებს, მოიპოვონ უახლესი ინფორმაცია სასურველი კუთხით, რაც აფართოებს მათი ცოდნის მარაგს როგორც კონკტერულ ბიზნესის სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგი, პიარი, მენეჯმენტი თუ ფინანსები, ასევე აღრმავებს მათ ზოგად ცოდნას.