ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გააგრძელო სწავლა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში. გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ფაკულტეტის მიერ შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გამყარებაზე. შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და უპირატესობა ენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს. ფაკულტეტი, შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან ერთად, წელიწადში ორჯერ გზავნის სტუდენტებს საზღვარგარეთ.

სტუდენტთა გაცვლითი  პროგრამა საშუალებას გაძლევს:

  • გაიღრმავო ცოდნა;
  • გაეცნო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო სისტემას;
  • გაეცნო მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებს;
  • განვითარდე პიროვნულად;
  • განავითარო მულტიკულტურული და ინტერპერსონალური ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
  • შეისწავლო უცხო ენები;
  • შეიძინო საჭირო კონტაქტები.

საბუთების მიღება ცხადდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო სემესტრისთვის. ყოველ სემესტრში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საშუალოდ 20 სტუდენტს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამაში.