ლექტორი,
დოქტორი.


დავით ასლანიშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. 2012 წლიდან თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ პროფესორი (ბ კონტრაქტი), შეთავსებით კი 2011 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი. 
ამავე დროს საბროკერო კომპანია შპს “საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლიუსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პარტნიორია, სს “საქართველოს საფონდო ბირჟის ერთ ერთი დამაარსებელი და მეწილე, სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მინორიტართა (42 პროცენტი) უფლებამოსილი წარმომადგენელი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტები, 1996-1999 იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. 2012 – 2015წწ სწავლობდა საქართველოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) ენგალიჩევის სახელობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემათა ინსტიტუტში, კარლოსის უნივერსიტეტში (პრაღა) და მაკ რობინსონის ბიზნეს კოლეჯში (ჯორჯიის უნივერსიტეტი). 
გამოქვეყნებული აქვს 60 მე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკისა და ფინანსების კუთხით, მათ შორის აღსანიშნავია იმპაქტ ფაქტორის და ციტირების მქონე საერთაშორისო ჟურნალებში - 2016 წლის მარტში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი (David Aslanishvili) “Market Foundation for Sustainable Economy Growth and Energy Policy (Georgian Case)” საერთაშორისო იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში “Modern Economy”, Google-based Impact Factor: 0.61, 2016, 7, (page 314-319), Published Online, March 2016 in SciRes. http://www.scirp.org/journal/me, http://dx.doi.org/10.4236/me.2016.73034), ხოლო 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი (თანაავტორობით) (David Aslanishvili, Kristine Omadze) „Origins and the Reasons of Monetary Crises in Georgia (1995-2016), Google-based Impact Factor: 0.81,2016, N 11, (page 1232-1250), Published Online, September 2016 in SciRes http://www.scirp.org/journal/me http://dx.doi.org/10.4236/me.2016.711119.
დავით ასლანიშვილს გამოცემული აქვს:
  • მონოგრაფიული კვლევა „საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქარალდების ბაზრის შესახებ, თბილისი, 2015 წელი, საგამომცემლო სახლი „ივერიონი“, თბილისი, კოსტავას ქ. 6, ISBN 978-9941-0-7968-9;
  • თანაავტორობით  (დავით ასლანიშვილი, დიტრიხ მიულერი, ქრისტინე ომაძე) ბროშურა „სავალუტო კრიზისები და საქართველო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოლოდინში“, თბილისი, 2016 წელი, საგამომცემლო სახლი „ივერიონი“, თბილისი, კოსტავას ქ. 6, ISBN-978-9941-0-8898-8;
  • სალექციო კურსი (თანაავტორობით) (ხათუნა ბარბაქაძე, დავით ასლანიშვილი)  - ფასიანი ქაღალდების ბაზარი, თბილისი, 2015 წელი.
1998 წლიდან ეწევა აკადემიურ და მენეჯერულ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. არის მოწვეული პროფესორი საქართველოში მოქმედ რიგ სხვა უნივერსიტეტებში, აქედან აღსანიშნავია, რომ 2015 წელს წარმოებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის აღიარებულ  იქნა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნეს სკოლის გამორჩეულ ლექტორად (სერტიფიკატი), ხოლო 2017 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამორჩეულ ლექტორად (სერტიფიკატი). 
2016 და 2017 წელს დავით ასლანიშვილმა რეცენზირება გაუწია ორ სადოქტორო დისერტაციას. 
დავით ასლანიშვილი ეწევა აქტიურ პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერი კონფერენციებსა და საგრანტო პროექტებში, გავლილი აქვს საერთაშორისო დონის ტრენინგები და კურსები, იყო სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრი.
პროფესიულ საქმიანობას ეწევა 1994 წლიდან, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა სს “რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“, „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში“, შპს “საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში“, საქართველოს ეროვნულ ბანკში და სს „თიბისი ბანკში“. 
აღსანიშნავი მიღწევები:
  • 2017 წლის ერაზმუსის პროგრამის მონაწილე, ლექციების კურსის წაძღოლა მონეტარული პოლიტიკა და ცენტრალური ბანკების როლი - იტალიის ტუშას უნივერსიტეტი Tuschia University, Viterbo, Italy , 2017 წლის 26 ნოემბერი - 3 დეკემბერი;
  • 2016 წელს ერაზმუსის პროგრამის მონაწილეა, ლექციების კურსის წაძღოლა საბანკო საქმეში ავსტრიის FH JOANNEUM | University of Applied Sciences უნივერსიტეტში, 2016 წლის ოქტომბერი. 
  • გამოქვეყნებულ საერთაშორისო პუბლიკაციებს აქვთ ციტირების ინდექსი და მიღებული აქვს H ინდექსი.
  • საერთაშორისო, იმპაქთ ფაქტორის ჟურნალში მეცნიერების სტატიების ფარული რეცენზენტი Journal „Business and Management Studies” და Journal “Modern Economy” Scientific Research Publishing.
  • 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევი საექსპერტო კომისიის წევრი. 
  • 2015 წელს ორჯერ იქნა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ სემეკი-ს (საქართველოს ელეტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) წევრობის კანდიდატად.

დავით ასლანიშვილი ქართულ და ინგლისურ ენაზე კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მაკრო და მიკროეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, კორპორაციული ფინანსები, საბანკო საქმე, მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები.

ელ.ფოსტა: d.aslanishvili@gmail.com