სოფო ხუნდაძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „ანაბრების დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნა საქართველოში“. ის ასევე არის თორმეტი სტატიისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი.

ქალბატონი სოფო ფლობს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დიპლომს საბუღალტრო აღრიცხვასა და ბიზნესში. ის არის მსოფლიო ბანკის ფინასნური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) პროექტის „აუდიტისა და ანგარიშგების განვითარება აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში“ მონაწილე.  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან, იკავებდა მკვლევარი ასისტენტის, სასწავლო პროცესის კოორდინატორის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორის თანამდებობებს. ამჟამად ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი და ამავე ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორია ფინანსებში.

კვლევის ინტერესი: ანაბრების დაზღვევის ეფექტური მოდელი, ანაბრების დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებული უარყოფითი და დადებითი შედეგების კვლევა, საბანკო რისკების მართვა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სანდარტების შემოღების შედეგების კვლევა.
ოთახი: A309
ელ.ფოსტა: skhundadze@ibsu.edu.ge