ლექტორი
პროფესორი, დოქტორი.


დოქტორი ქეთევან სიხარულიძე არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კითხულობს ლექციებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. პარალელურად მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, არის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე სადოქტორო დისერტაცია.
ქ. სიხარულიძე ავტორია ორი წიგნისა და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. იგი არის ნარატიული ფოლკლორის კვლევის საერთაშორისო საზოგადოებისა  (ISFNR)  და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის  წევრი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალის „ლიტერატურული კვლევები“ რედაქტორი, ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალის  „Journal of Humanity“  სარედაქციო საბჭოს წევრი.
სამეცნიერო ინტერესები: ფოლკლორი, მითოლოგია, ეთნოლოგია.
სალექციო კურსები: აკადემიური წერა, ქართული ენა, წერისა და მეტყველების კულტურა, მსოფლიო ლიტერატურა.
E-mail: ketevan.sikharulidze@tsu.ge