ლექტორი,
დოქტორი.


2015 წლიდან რამაზან აკბაში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სოციალურ საკითხებში. 2017 წლიდან ის იკავებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პოზიციას. 2009 წლიდან არის ზამანის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და რექტორის მრჩეველი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ბიზნესის ადმინისტრირებაში, ხოლო დოქტორის ხარისხი მოიპოვა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბატონი რამაზანის ძირითადი კვლევითი ინტერესებია მენეჯმენტი, სტრატეგიული მართვა, განათლების მენეჯმენტი, კარიერული განვითარების მართვა და მმართველობითი სისტემები უმაღლეს განათლებაში.
რამაზან აკბაში კითხულობს ლექციებს მენეჯმენტის საფუძვლებში, ასევე ორგანიზაციულ ცვლილებებსა და განვითარებაში.
ოთახი: A511
ელ.ფოსტა: rakbas@ibsu.edu.ge