ლექტორი,
მაგისტრი.


ბატონი მიხელი 1956-1966 წწ სწავლობდა თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა ოქროს მედალზე და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. მაგისტრთან გათანაბრებულმა, 1972 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი სპეციალობით „თეორიული ფიზიკა“.
1972 წლის დეკემბერში მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. ის ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას თეორიული ბირთვული ფიზიკისა და აქტივაციური ანალიზის სფეროებში (8 სამეცნიერო სტატია). ამასთან ერთად ის იყო ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. 
1980-1991 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის და ვაკე-საბურთალოს რაიონის მმართველობის ორგანოებში, ის არჩეულ იყო ქალაქ თბილისის დეპუტატთა საბჭოს წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ. მან დააგროვა საქალაქო მეურნეობის მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, 1991-1992 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებების დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის აპარატში ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 
1994 წლიდან სამუშაოდ გადავიდა კერძო სექტორში. აქტიურად მონაწილეიბდა საქართველო-აშშ ერთობლივი სააქციო საზოგადოება „აბსოლუტბანკის“ დაფუძნებაში როგორც აქციონერი. ამასთან, 2000 წლამდე მუშაობდა ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად.
2007 წელს კვლავ დაბრუნდა საჯარო სამსახურში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ჯერ მრჩევლად, შემდგომ რეგიონულ საკითხთა დეპარტამენტში რეგიონალური ეკონომიკის განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებიდან 2009 წლიდან დღემდე მუშაობს სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის  მთავარ სპეციალისტად. 
ელ.ფოსტა: gvatuamicheili@yahoo.com