ალექსანდრე ერგეშიძე

ლექტორი

მაგისტრი

 

ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET) და ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის ხარისხს თსუ-დან. ამჟამად, მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე სავალუტო კურსის გავლენა მაკროეკონომიკურ გარემოზე“ თსუ-ში. მან ასევე გაიარა სხვადასხვა პროფესიული განვითარების კურსი მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, მაკროეკონომიკური მოდელირების, მაკროეკონომიკური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის საკითხებზე. მას აქვს გამოქვეყნებული ნაშრომები საკრედიტო რისკის მოდელზე, მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკაზე, ჯანდაცვისა და საპენსიო რეფორმების მაკროეკონომიკურ ეფექტებზე. 

ალექსანდრე ერგეშიძე არის მოწვეული ლექტორი  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის მიკროეკონომიკის, მაკროეკონომიკის, სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის კურსებს. იგი ასევე მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად.

კვლევის ინტერესები: მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო პოლიტიკა, მაკროეკონომიკური მოდელირება, თამაშთა თეორია.