ლექტორი,
დოქტორი.


გაიოზ სანაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. ასპირანტურა გაიარა სსრკ-ს მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში ქ. ლენიგრადში (სანქტ პეტერბურგში). ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებათა დოქტორი. აქვს მუშაობის, სწავლების და კვლევის გამოცდილება ფინანსური ბაზრების სფეროში. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საფონდო ბირჟაზე, კომერციულ ბანკებში.ის არის სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ გენერალური დირექტორი. 20 წელზე მეტია ასწავლის ფინანსურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ საგნებს კავკასიის უნივერსიტეტში, გ.რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში.
კვლევითი ინტერესები მოიცავს:  საბირჟო, საბროკერო და დეპოზიტარულ საქმიანობას; ფინანსურ ბაზრებს და ინვესტიციებს; საერთაშორისო ელექტრონულ ვაჭრობას და თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებს.
ასწავლის შემდეგ საგნებს: ფასინაი ქაღალდების ბაზარი; საბირჟო, საბროკერო და საშუამავლო საქმიანობა;  ფინანსური აქტივების შეფასება; ფინანსური ინვესტიციები და გლობალური პორტფელის მართვა; ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები.
ელ.ფოსტა : gsanadze@gse.ge