ვინ ვართ ჩვენ

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ფაკულტეტი, რომელიც დაარსდა 1995 წელს. დაფუძნებიდანვე ბიზნესის მართვის ფაკულტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მოთხოვნად ფაკულტეტს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ჩვენს კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და შესაბამისი განათლება, რომელიც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმბის ბაზარზე.

სწავლის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ფორმირებაზე. ინტერაქტიული სწავლების პროცესი მიმდინარეობს სემესტრული პროექტების, ანალიზისა და დისკუსიების თანხლებით. ფაკულტეტი გამოირჩევა პროექტების, მრგვალი მაგიდის დისკუსიებით ექსპერტებთან, საჯარო ლექციებისა და ვერკშოფების, სემინარებისა და კონკურსების მრავალფეროვნებით, კომპანიების მიერ შემოთავაზებული კვლევების მომზადებით. ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მოიცავს თანამედროვე კომპიუტერულ სწავლებებს და პროფესიული სასწავლო საგნების ისეთ ჩამონათვალს, რომლებიც სპეციალისტების დახმარებით უზრუნველყოფენ მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და ტურიზმის საკითხების სრულყოფილ შესწავლას. ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან ლიდერებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით, მენეჯერებისა და მარკეტინგის სპეციალისტებისათვის აუცილებელი შემოქმედებითი უნარით, ფინანსური ანალიზის უნარ-ჩვევებით და როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ შრომით ბაზარზე ისინი იკავებენ წამყვან კომპანიებში წამყვან პოზიციებს. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ჩართულია ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო ჟურნალის მომზადებით. ბიზნესის მართვის ფაკულტეტი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ამჟამად, ჩვენი ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლობს 18 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე. მათთვის ლექციებსა და სემინარებს ატარებენ ადგილობრივი და უცხო ქვეყნიდან მოწვეული კვალიფიკაციური ლექტორები. ფაკულტეტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სწავლის პროცესის შეუფერხებელ მსვლელობას სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით.

პროგრამები

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აკადემიურ პროგრამებს. ინგლისური და ქართულენოვანი სექტორები საშუალებას აძლევს ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს სასურველ ენაზე მიიღონ განათლება სწავლების სამივე საფეხურზე. საგანმანათლებლო პროგრამები დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორებით, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით.

ბაკალავრიატის დონეზე გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და ტურიზმი. სამაგისტრო დონეზე - მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ხოლო მესამე საფეხურზე - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამას.

ბაკალავრიატის სტუდენტებს ძირითად სპეციალობასთან ერთად შეუძლიათ აირჩიონ მეორადი (Minor) სპეციალობაც ზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ფაკულტეტების მიერ შემოთავაზებული მეორადი პროგრამებიდან.
 

აკადემიური აქტივობები:

ყოველწლიურად ბიზნესის მართვის ფაკულტეტი ორგანიზებას უწევს სხვადასხვა აკადემიურ აქტივობას:

კონფერენციები:

  • აბრეშუმის გზის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  • სტუდენტების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - კრეატიული აზროვნება ბიზნესისათვის

პროექტები:

  • ბიზნეს ინკუბატორი - IBSU Idea Lab;
  • ბიზნესის ანბანი;
  • კურსდამთავრებულთა Homecoming - ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით;
  • ერთობლივი ბიზნეს სიმულაციის პროექტი ქენესოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად;
  • მრგვალი მაგიდის დისკუსიები.

კონკურსები:

  • ბიზნეს გეგმების კონკურსი;
  • ბიზნეს ქეისების კონკურსი;
  • საერთაშორისო კონკურსი Peaktime - აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ბიზნეს ოლიმპიადა, რომელიც ორგანიზებულია სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მიერ რიგაში;
  • საერთაშორისო კონკურსი Finance Challenge- საერთაშორისო შეჯიბრი, ორგანიზებული სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მიერ რიგაში.

მრგვალი მაგიდა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მიერ ინიცირებული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ACCA-ს ერთობლივი მრგვალი მაგიდა

სემინარები:

წამყვანი ბიზნესმენებისა და კომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით

სამეცნიერო გამოცემები:

ბიზნეს ჟურნალი „Journal of Business”- გამოიცემა წელიწადში ორჯერ

 

საერთაშორისო პროექტები

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი ჩართულია ოთხ საერთაშორისო პროექტში - სტუდენტების კარიერული სერვისების განვითარება საქართველოში (TEMPUS Developing Student Career Services in Georgia (CASEDE)), უმაღლეს განათლებაში ცვლილებების ხელმძღვანელობა და მართვა (TEMPUS- Leading and Managing Change in Higher Education (LaMANCHE)); გაეროს მიერ მხარდაჭერილი პროექტები: შავი ზღვის რეგიონში უნივერსიტეტების თანამშრმლობის ქსელები (University collaboration network at the Black Sea Region (Univer-Sea.Net)) და ვიშეგრადის ფონდის საუნივერსიტეტო გრანტის პროექტი სასწავლო კურსების განვითარებისათვის (Visegrad University Grant Project for Course Development). აღნიშნული პროექტების ფარგლებში ფაკულტეტს დაემატა ახალი კურსები (კარიერის მართვა, გაეროს ინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში), შზსუ-ს გადაეცა 100 თანამედროვე წიგნი კარიერის მართვის შესახებ, დაარსდა ახალი ეროვნული კარიერული ვებ-პორტალი, სტუდენტები დაესწრნენ ვორქშოპებს რუმინეთსა და თურქეთში, ონლაინ კურსებს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა: სოციალური მეწარმეობა, კონფლიქტების მართვა, მულტიკულტურალი განათლება, ამასთანავე, ფაკულტეტის წევრებმა გაიარეს ტრენინგი თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებში და ა.შ.

 

გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამები

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გთავაზობთ გაცვლით პროგრამებს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის პარტნიორ უნივერსიტეტებში. 2015/2016 აკადემიური წლიდან სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ საზღვარგარეთ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. 

 

კარიერა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი სრულად პასუხობს შზსუ-ს დევიზს - საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო დასაქმება. ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან დასაქმებისათვის აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლითაც ისინი მიმზიდველნი ხდებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი პოტენციური დამსაქმებლებისთვის. ჩვენი კურსდამთავრებულები იკავებენ ლიდერულ პოზიციებს კერძო და საჯარო სექტორებში ან აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ჩვენს კურსდამთავრებულთა შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ კურსდამთავრებულთა ვებ-გვერდს alimni.ibsu.edu.ge