ჩვენი ხედვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღიარებული იქნება საერთაშორისო სივრცეში სწავლებისა და მენეჯმენტის მაღალი დონით, მეცნიერული კვლევის შედეგებით და სოციალური ინტეგრაციის გზით სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნით, რათა ისინი ჩაერთონ ინტერკულტურულ დიალოგში, პატივი სცენ გლობალურ ადამიანურ ღირებულებებს და მუდმივად ისწრაფოდნენ განათლებისკენ. 

 

ჩვენი მისია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიაა მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ადამიანური ღირებულებებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებულები, რომლებიც მოწოდებულები იქნებიან, მუდმივად აიმაღლონ განათლების დონე, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაში. ამას ხელს უწყობს მეგობრული პერსონალის მიერ შექმნილი ჭეშმარიტად აკადემიურ გარემოში მშვიდობასა და ინტერკულტურულ დიალოგზე დამყარებული ურთიერთობები, სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობა და პროფესიული ურთიერთმხარდაჭერა.