დეკანი

პროფესორი, დოქტორი ,თეა კბილცეცხლაშვილი

 

დეკანის მიმართვა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ფაკულტეტი, რომელიც უნივერსიტეტის დაარსების დღიდან, 1995 წლიდან ფუნქციონირებს და დაარსებიდანვე წარმოადგენს ერთ- ერთ ყველაზე დიდ და მოთხოვნად ფაკულტეტს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ჩვენს კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ- ჩვევა და შესაბამისი განათლება, რომელიც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე. ფაკულტეტი მიზნად ისახავს საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, პრაქტიკულ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღა- ლკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს 15 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე; ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტან- დარტების შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე და დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორებით, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით. ფაკულტეტი შედგება შრომით ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებისგან (5 პროგრამისგან): მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და ტურიზმი (საბაკალავრო დონეზე); მენეჯმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მენეჯმენტი, მარკეტინგი და ფინანსები (სამაგისტრო დონეზე) და ბიზნესის ადმინისტრირება (სადოქტორო დონეზე). გარდა აღნიშნული ძირითადი სპეციალობებისა სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ უნივერსიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ფაკულტეტების მიერ შემოთავაზებული დამატებითი სპეციალობის (Minor) სასწავლო პროგრამები. ფაკულტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტს განუვითაროს შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და კომუნიკაციის უნარები. სასწავლო პროგრამების მიზანია მოამზადოს საუკეთესო კონკურენტუნარიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პრო- ფესიონალები, რომლებიც შეძლებენ თავიანთ სფეროში წარმოქმნილი ცვლილებებისა და პრობლემების ადვილად და უპრობლემოდ გადაჭრას და დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. დამამთავრებელი კურსის სტუდენტები პრაქტიკას გადიან წამყვან კომპანიებში.

სწავლის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ფორმირებაზე. ინტერაქტიული სწავლების პროცესი მიმდინარეობს სემესტრული პროექტების, ანალიზისა და დისკუსიების თანხლებით. ფაკულტეტი გამოირჩევა პროექტების, მრგვალი მაგიდის დისკუსიებით ექსპერტებთან, საჯარო ლექციებისა და ვორკშოფების, სემინარებისა და კონკურსების მრა- ვალფეროვნებით, კომპანიების მიერ შემოთავაზებული კვლევების მომზადებით. ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მოიცავს თანამედროვე კომპიუტერულ სწავლებებს და პროფესიული სასწავლო საგნების ისეთ ჩამონათვალს, რომლებიც სპეციალისტების დახმარებით უზრუნველყოფენ მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და ტურიზმის საკითხების სრულყოფილ შესწავლას. ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან ლიდერებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით, მენეჯერებისა და მარკეტინგის სპეციალისტებისათვის აუცილებელი შემოქმედებითი უნარით, ფინანსური ანალიზის უნარ-ჩვევებით და როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ შრომით ბაზარზე ისინი იკავებენ წამყვან კომპანიებში წამყვან პოზიციებს. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ჩართულია ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო ჟურნალის მომზადებით. ბიზნესის მართვის ფაკულტეტი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.


შემოგვიერთდით და გახდით მომავალი სპეციალისტები თქვენს სფეროში.

Sample image