ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

ასოც. პროფ. დოქტ. სოფიო ხუნდაძე

ელ-ფოსტა: skhundadze@ibsu.edu.ge

 

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფუნქციონირებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის დებულების თანახმად.

სამსახურის მნიშვნელოვანი როლია უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და განხორციელება აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად. საგანმანათლებლო პროგრამების აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად განვითარება პროგრამის ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საშუალებით ხორციელდება. საგანმანათლებლო პროგრამის სათანადოდ განხორციელება და სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვა მუდმივად კონტროლდება საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისა და სასწავლო პროცესის მსვლელობისას წამოჭრილი საკითხების გადაჭრის გზით.