ნინო პატარაია მუშაობს შვეიცარული აქტივების მართვის კომპანიაში, BlueOrchard Finance S.A., ასოცირებული ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე.

მის მოვალეობებს შეადგენს ფიქსირებული შემოსავლის აქტივების კლასში გლობალური სოციალური გავლენის მქონე საინვესტიციო პორტფელის მართვას. მანამდე იყო ჩართული მსოფლიო ბანკის კვლევაში „საქართველოს კაპიტალის ბაზრების გამოყენება და მათზე წვდომა“, რომელიც ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, რობერტ სინგლეტარის პირდაპირი ზედამხედველობით. პროექტი მოიცავდა საქართველოს კაპიტალის ბაზრების ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი რეგულაციების ანალიზს. მანამდე მუშაობდა საქართველოში წამყვან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, „ჯი-ი-სი დეველოპმენტსში“, სადაც დააგროვა გამოცდილება რეპორტინგის, ბიზნეს/სტრატეგიული დაგეგმარების, ტრენინგების/ვორკშოპების ჩატარების, პროცესების მართვა/რეინჟინერიის და ეფექტური რეორგანიზების მექანიზმების შემუშავების მიმართულებებში. ნინო პატარაიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტრენინგებისა და ლექციების ჩატარებაში - მუშაობდა ტრენერად „CAC Training Center”-სა და „IBSU Training Center”-ში; იყო მოწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მიღებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების მიმართულებით და ამჟამად CFA-ის მეორე დონის კანდიდატია.