ბუღალტერთა და აუდიტორთა საქმიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს ბიზნესის ეთიკური ნორმებისა და ღირებულებების დაცვასა და ხელშეწყობას, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას გახდეს ბიზნეს საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი და პასუხისმგელობით სავსე წევრი.

წარმატებული ბუღალტრები და აუდიტები

წარმატებულ ბუღალტერსა და აუდიტორს გააჩნია ფინასნური აღიცხვის, საორგანიზაციო ხარჯების აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საფუძვლიანი ცოდნა. ისინი ფლობენ ფინანსური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ამ ინფორმაციის ფინანსური უწყისების მეშვეობით გადმოცემის უნარს, ასევე ფინანსური უწყისების შემოწმების, ფინასნური ინფორმაციის შეფასებისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარს.

დასაქმება   

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთ საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ფინანსურ სექტორში (აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში, საბანკო და სადაზღვეო სექტორში) როგორც კერძო ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებში.

საბუღალტრო აღრიცხვისა და უდიტის მიმართულება თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (GFPAA) და სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA). თანამშრომლობა გულისხმობს აღნიშნული ასოციაციების მიერ პროგრამის აკრედიტაციისა და შესაბამისად სტუდენტთა გათავისუფლების შესაძლებლობებს მათ მიერ ჩატრებული სერტიფიცირების გამოცდებისგან.

მცირე ჩამონათვალი საგნებისა, რომელსაც საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის მიმართულება სთავაზობს:

  • ფინანსური აღრიცხვა
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები  
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები
  • საბუღალტრო აღრიცხვა კომერციულ ბანკებში
  • სახელმწიფო და არამომგებიანი ორგანიზაციების ანგარიშგება
  • საგადასახადო საქმე