ეფექტური ფინანსირება მოიცავს ბიზნესისათვის ფინანსური ინფორმაციის შეგროვების, მისი აღქმის, ანალიზისა და გამოყენების უნარს, რის საფუძველზეც შესაძლებელია ღირებული ანალიზისა და შედეგების მიღება. ბიზნეს ადმინისტრაციის საბაკალავრო პროგრამა ფინანსების მიმართულებით საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულს შეიძინოს პროფესიული უნარ–ჩვევები, რათა ამოიცნოს ბიზნეს ღონისძიებებისათვის არსებული ფინანსური პრობლემები, დაუსვას დიაგნოზი, და შესთავაზოს გზები პრობლემის ოპტიმალურად გადაჭრისათვის.

წარმატებულ ფინანსისტები

წარმატებულ ფინანსისტს აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური კონცეფციების, ინსტრუმენტებისა და ხერხების საფუძვლიანი ცოდნა, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილებები. კურსდამთავრებულს ექნება საფუძვლიანი ცოდნა ინვესტიციების საშუალებებისა და ასევე საინვესტიციო პორტფელის მართვისათვის. სპეციალისტი შეისწავლის ფინანსურ ბაზრებს, ინსტიტუტებსა და კორპორაციულ ფინანსებს და შეძლებს სათანადო რჩევა მისცეს ორგანიზაციას რისკების მართვის კუთხით.

დასაქმება

ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებული ფინანსურ გარემოზე დაყრდნობით შეძლებს ფინანსური მონაცემების შეგროვებას, ანალიზს, აღქმასა და შეფასებას. ის ასევე შეძლებს განსაზღვროს საბაზრო შესაძლებლობები და მონაწილეობა მიიღოს საბაზრო სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და მის განხორციელებაში.

მცირე ჩამონათვალი საგნებისა, რომელსაც ფინანსების მიმართულება სთავაზობს:

  • საბანკო საქმე
  • ფინანსური უწყისების ანალიზი
  • პორტფელის მართვა
  • სამეწარმეო ფინანსები
  • კორპორაციული რესტრუქტურიზაცია