წარმოდგენილი პროგრამა  საშუალებას აძლევს  სტუდენტებს  ფუნდამენტურად შეისწავლონ ბიზნესის მართვის ფართო სპექტრი მთლიანობაში და მაქსიმალურად ღრმად ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების მენეჯმენტის სპეციალობა, რაც კურსდამთავრებულთა უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების პირობას ქმნის.

სტუდენტები იღებენ ცოდნა, რომელიც ეხმარებათ ორგანიზაციის შიდა და გარე ფაქტორების უკეთ შეფასებაში, ბიზნესთან დაკავშირებული მიმართულებებისა და ტენდენციების სწორად აღქმაში.

წარმატებული მენეჯერები

წარმატებულ მენეჯერებს გაცნობიერებული აქვთ ორგანიზაციის არსი და სწორად ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა პირობა. მათ შეუძლიათ სამუშაოს სწორად ორგანიზება, დაგეგმვა და კომუნიკაცია ყველა  ტიპის რესურსის, განსაკუთრებით კი ადამიანური რესურსის ეფექტური გამოყენებისთვის.

დასაქმება

კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია საშუალებას აძლევს დასაქმდნენ როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდ ორგანიზაციებში და მოკლე დროში შეძლონ მართველობით იერარქიაში წინსვლა.  მათ შეუძლიათ წარმატებით ჩაერთონ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებში და ასევე ინიცირება გაუკეთონ ახალ, ინოვაციურ იდეებს.

საგნების მცირე ჩამონათვალი მენეჯმენტის მიმართულებით:

  • სტრატეგიული მენეჯმენტი
  • ოპერაციების მენეჯმენტი
  • ხარისხის მენეჯმენტი
  • მეწარმეობა
  • პროექტის მენეჯმენტი
  • ლიდერობის მენეჯმენტი