ეფექტური მარკეტინგი წარმოადგენს ყველა ორგანიზაციისათვის მამოძრავებელ ძალას.  ბიზნეს ადმინისტრაციის საბაკალავრო პროგრამა მარკეტინგის მიმართულებით საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს შეიძინოს პროფესიული უნარ–ჩვევები, რათა მოცემულ ბიზნეს გარემოში თავდაჯერებულად მართოს მარკეტინგული სიახლეები და ღონისძიებები.

წარმატებულ მარკეტინგის სპეციალისტი

წარმატებულ მარკეტინგის სპეციალისტს აქვს იმ ბაზრის სრულყოფილი აღქმა რომელშიც ორგანიზაცია მოქმედებს. მარკეტინგის სპეციალისტი ადვილად შექმნის, გადასცემს, და უზრუნველყოფს მომხმარებელს იმ პროდუქტით, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს. მარკეტინგის სპეციალისტი ორგანიზაციას დაეხმარება ბაზრის განსაზღვრაში და კონკურენტთა რიგებში მოწინავე პოზიციის დამკვიდრებაში.    

დასაქმება

ჩვენს კურსდამთავრებულებს უპირატესობა ექნებათ დასაქმდნენ როგორც მცირე, ისე  საშუალო ბიზნესის ორგანიზაციებში, ასევე დიდ კორპორაციებშიც. საწყის ეტაპზევე მათ გადამზადების გარეშე შეუძლიათ დაიკავონ ფუნქციური პოზიციები საწყის და საშუალო მმართველობით რგოლებში. მათ ასევე შეუძლიათ უმაღლეს მმართველობით რგოლთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მცირე ჩამონათვალი საგნებისა, რომელსაც მარკეტინგის მიმართულება სთავაზობს:

  • მარკეტინგის მენეჯმენტი
  • მარკეტინგული კვლელა
  • ბრენდირება
  • გაყიდვები
  • ელექტრონული მარკეტინგი