პროგრამა ტურიზმში გვთავაზობს ძირითადი დისციპლინების ფართო სპექტრს, რომელიც უზრუნველყოფს იმ ფუნდამენტური ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც კურსდამთავრებულს მოეთხოვება სხვადასხვა მმართველობითი პოზიციების დროს მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში. პროგრამის ძლიერი მხარე სტუდენტებისათვის სტაჟირების შესაძლებლობაა, სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია, როგორც სასწავლო, ისე საწარმოო პრაქტიკა, რაც მოიცავს აკადემიურ ადგილებზე ვიზიტებს და საველე გასვლებს, ძლიერი პრაქტიკული კომპონენტი კი შრომის ბაზარზე წარმატების მოპოვების გარანტიაა.

ტურიზმის მიმართულების წარმატებული კურსდამთავრებული

ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია დასაქმების დიდ შესაძლებლობას იძლევა კურსდამთავრებულთათვის.  ტურიზმის მიმართულების წარმატებული სტუდენტები გამოირჩევიან ენობრივი კომპეტენციით, აქვთ ტურიზმის სფეროს ფუნდამენტური ცოდნა, არიან დეტალებზე ორიენტირებულნი, შემოქმედებითი და ორგანიზებულები, შეუძლიათ კომპეტენციის ფარგლებში  დასკვნების საჯარო წარმოდგენა და მათი მკაფიო დასაბუთება შესაბამისი არგუმენტებით.

დასაქმება

ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სამუშაო არეალი - მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ფართოა,  მათ აქვთ კარგი შესაძლებლობა აირჩიონ სასურველი სფეროები / მიმართულებები და დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, კურორტები, მუზეუმები და ა.შ.

 

სასწავლო გეგმა კატალოგი