პროექტის იდეის წარმოქმნა უკავშირდება სოციალურ პასუხისმგებლობას ჩვენი გარემოს მიმართ. გავითვალისწინეთ რა სოციალური პირობები და ის სირთულეები რაც მოყვა არასწორად წამოწყებულ ბიზნესებს, გადავწყვიტეთ დაგვეწყო საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საზოგადოებას შეასწავლიდა ბიზნესის წამოწყების სირთულეებსა და ბარიერებს. ჩვენი მიზანი იყო ამით დავხმარებოდით მომავალ თაობას თავიდან აეცილებინა არასწორად დაგეგმილი ბიზნესი და მისი სავალალო შედეგი, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდებოდა ოჯახისა და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონების დაკარგვით. ყველა სტუდენტს არ აქვს საშუალება ისწავლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ პროექტს მოეცვა ყველა დაინტერესებული ახალგაზრდა მიუხედავად იმისა თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელში აბარებს იგი.

 

"ბიზნესის ანბანი” არის ბიზნესის ფაკულტეტის სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ბიზნესის შესახებ ცოდნის ამაღლებას. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს 2014 წლიდან და მასში ჩართულები არიან ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები. პროექტში დღესდღეობით უკვე ორასზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენაზე და ასევე შესაძლებელია შერეული ფორმატი.

ყოველკვრეულად თბილისის საჯარო და კერძო სკოლებიდან მოსწავლეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უტარდებათ ოთხ დღიანი ტრენინგნი ბიზნესის სხვადასხვა თემატიკაზე; ტრეტინგების სრული კურსი - 15 საათი. პროექტის მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატებს.