BoB ერთ-ერთი საუკეთესო რამაა რაც კი ჩემს ცხოვრებაში არსებობს. ესაა პროექტი რომელიც საშუალებას გაძლევს შეცვალო არა მხოლოდ შენი ცხოვრება არამედ შეეხო სხვების ყოველდღიურობასაც და გარკვეული კვალი დატოვო მათზე. BoB-მა შემახვედრა იმ ადამიანებს, ვის გარეშე ცხოვრება ახლა არც კი წარმომიდგენია. ესაა ერთი დიდი ოჯახი, რომელიც შეძლებს ყველანაირ სირთულესთან გამკლავებას. სწორედ ამ პროექტში გავიაზრე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდურობას, სხვა ადამიანების ნდობას და ერთი მიზნისაკენ საერთო ძალებით სწრაფვას. BoB დამეხმარა მეპოვა საკუთარ თავში თავდაჯერებულობა, გამხადა უფრო მეტად ორგანიზებული და მასწავლა რომ საკუთარი ცოდნის სხვებისთვის ეფექტურად გაზიარება კრიტიკული მნიშვნელობისაა ყველა ადამიანისთვის.