27 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში”, პროექტ „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი“.

 

არ გამოტოვო ღონისძიება, თუ გაინტერესებს, როგორ დაგეგმო და განახორციელო შენი იდეებიგაეცანი პროექტებისა და სტარტაპების შექმნის ყველაზე ცნობილმეთოდოლოგიას „ბიზნესმოდელის ტილოს“ (Business Model Canvas), რომელსაც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიები იყენებენ. ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები ადგილზევე იმუშავებენ „ბიზნესმოდელის ტილოს“ შექმნის პროცესზე.

 

სტუდენტებს ბილეთის შეძენა შეუძლიათ სპეციალურ ფასად - 20 ლარად (50 ლარის ნაცვლად). ბილეთები: www.tkt.ge/BlueOcean

 

ღონისძიების სპიკერები:
სოსო გალუმაშვილი  - „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ბიზნესკონსულტანტი

ის ისაუბრებს თემებზე:

  • რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან
  • სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში
  • როგორ გვეხმარება ბიზნესმოდელის ტილო (Business Model Canvas) ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში
  • მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები

გიორგი ყანჩაველი - ტრენერი და ლექტორი. ავტორი წიგნისა „ელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკა“.

ის ისაუბრებს თემებზე:

  • ბიზნესმოდელის ტილოს (Business Model Canvas) გამოყენების ძირითადი ნაბიჯები
  • ტაო-ბაოს მაგალითზე განხილული პრაქტიკული მეთოდოლოგია