ხარ მე-10, მე-11, მე-12 კლასელი ?  

გაინტერესებს ბიზნესის სფერო ? 

გსურს გაიგო რას მოიცავს ბიზნესის თითოეული მიმართულება ?

გინდა იცოდე ბიზნესის რომელი მიმართულება შეგეფერება შენ ?

გაინტერესებს რა არის ბიზნესის დასაწყებად საჭირო და რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი წარმატების მიღწევაში ?

გაქვს სურვილი გამოსცადო საკუთარი თავი სხვადასხვა აქტივობებში და გაიგო შეგიძლია თუ არა ბიზნესში კარიერის აწყობა ?

შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ი

და გადადგი შენი პირველი ნაბიჯები ბიზნესის სფეროში.

 

რატომ უნდა დაესწრო ''ბიზნეს ანბანის'' ტრენინგებს?

  • გაიგებ მეტს ბიზნესისა და მისი მიმართულებების შესახებ
  • აღმოაჩენ ახალ უნარებს საკუთარ თავში
  • ისწავლი როგორ გახადო კომპანია კონკურენტებისგან გამორჩეული
  • გაიგებ რა არის საჭირო ბიზნესის დასაწყებად და რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინო იმისთვის რომ გახდე წარმატებული ბაზარზე
  • ისწავლი როგორ დათვალო მოგება-ზარალი და მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
  • გაიგებ როგორი უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია და რა შეცდომები არ უნდა დაუშვა საქმიანი ურთიერთობისას
  • მოგეცემა საშუალება გამოსცადო საკუთარი თავი სხვადასხვა აქტივობებში
  • გაიცნობ ახალ ადამიანებს და შეიძენ მეგობრებს

პროგრამა ემსახურება:

1. ბიზნეს აზროვნების განვითარებას

  • თვითდამკვიდრება ბიზნეს რეალობაში (ამოიცნოს და შეისწავლოს ბიზნესის საფუძვლები და ძირითადი მიმართულებები; გაერკვას ძირითად კომპეტენციებსა და ბიზნესისათვის საჭირო უნარჩვევებში)
  • ბიზნეს რეალობაში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაცნობა (ამოიცნოს შესაძლო აშკარა და ფარული ბიზნეს რისკები, აწონოს ისინი და ასევე შეძლოს ბიზნეს შესაძლებლობების განსაზღვრა)

2. ბიზნეს პროცესების აღქმასა და მართვას

  • განსაზრვროს ბიზნესი აქტივობისათვის საჭირო რესურსები (განსაზრვროს მოთხოვნა ნებისმიერი პროდუქტისადმი, რესურსები პროდუქტის დასამზადებლად, მათი მოპოვება და სწორად გამოყენება)
  • ბიზნეს აქტივობის წარმართვა (გააანალიზოს მაქსიმალური შესაძლო მოგებითა და მინიმალური საჭირო დანახარჯებით რისკების შერბილება და/ან თავიდან აცილების ხერხები)

 

 

"BoB"–ის გუნდი

           

თეონა მაისურაძე, ასოცირებული პროფესორი დოქტორი

პროექტის კოორდინატორი

 

გიორგი დოლიძე 

ფინანსების პროგრამა

რესურსების დაგეგმვა და ტრენერთა რეკრუიტინგი

 

 

ელა ყაველაშვილი

მენეჯმენტის პროგრამა

პროექტის პრომოცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა

 

ლაშა მიქაძე

ფინანსების პროგრამა

ხარისხისა და კურიკულუმის განვითარება

 

დავითი მარტიროსოვი

ფინანსების პროგრამა

სტრატეგიული დაგეგმარება და განვითარება


უმთავრესი რამ რაც პროექტს უნიკალურს ქმნის არის ის ფაქტი, რომ ტრენერებსა და მონაწილეებს შორის თითქმის არ არის ასაკობრივი განსხვავება. გვჯერა რომ სწორედ ეს ფაქტი ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას ტრენინგების პროცესში, ისინი ახერხებენ გადალახონ აუდიტორიასთან საუბრის კომპლექსები და გამოთქვან საკუთარი აზრები რომელიც ყოველთვის ორიგინალური, არაჩვეულებრივი და ჭკვიანურია. 

 

ტრენერები

თეკლა ლობჯანიძე

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამა

 
 
ამირან ლორთქიფანიძე

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამა

 

ტრენერობა გაბედულობა და პასუხისმგებლობაა

  • გაბედულობა გამოირჩეოდე თანატოლთაგან მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პირველ კურსელი ხარ
  • გაბედულობა იმისათვის რომ განუწყვეტლივ ამტკიცო ის რომ გაქვს საკმარისი ცოდნა, გათავისებული გაქვს ეს ცოდნა და ასევე ფლობ ყველა იმ უნარს გადასცე ცოდნა, ასწავლო და მიმართულება მისცე სხვას.
  • პასუხისმგებლობა წარმოადგინო შენი უნივერსიტეტი და გუნდი ყველაზე კრიტიკული აუდიტორიის წინაშე, რომელიც სწორედ რომ ამბოხის, სიახლეებისა და ცვლილებების ასაკშია.
  • პასუხისმგებლობაა პარტნიორის წინაშე რათა ჩაატაროს უმაღლესი ხარისხის ტრენინგი, მართოს აუდიტორია და განავითაროს საკუთარი თავი.
 

სევინჩ მამედოვა

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამა

 

შოთა კვარაცხელია

ფინანსების პროგრამა

 


 

ანა რაჭველიშვილი

მენეჯმენტის პროგრამა

 

 
 

ნიკა შელია

ფინანსების პროგრამა

  

პროექტი მუდმივად ახდენს სტუდენტების შერჩევას, რომლებიც გაივლიან ექვს-თვიან  მომზადების პერიოდს ტრენერობისათვის და წარმატებულად დასრულების შემდეგ მიიღებენ კვალიფიციური ტრენერის სერთიფიკატს.

შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა და მოიცავს აპლიკაციას, საინფორმაციო შეხვედრას, ინტერვიუსა და სხვადასხვა დავალებებს ორი თვის განმავლობაში.

თიკო სიხარულიძე

მარკეტინგის პროგრამა

 

სალომე ფანცულაია

ფინანსების პროგრამა

 

გიორგი ბეკოშვილი

მარკეტინგის პროგრამა

თამუნა გვილავა

ფინანსების პროგრამა

თამუნა პაპასკირი

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამა

ნიკა ალაშვილი

ფინანსების პროგრამა

ნინო კეჟერაშვილი

მენეჯმენტის პროგრამა

მიშო იოსავა

მარკეტინგის პროგრამა