პროექტი „მრგვალი მაგიდის დისკუსიები“ -  არის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები სტუდენტებთან ერთად მართავენ დისკუსიებს ქვეყანაში არსებულ მიმდინარე მოვლენებთან დაგავშირებით. შედეგად სტუდენტები ისმენენ დარგის წამყვანი სპეციალისტების აზრს და იღრმავებენ ცოდნას აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში. დისკუსიების ბოლოს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი.