ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გააგრძელო სწავლა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში. გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ფაკულტეტის მიერ შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გამყარებაზე. შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და უპირატესობა ენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს. ფაკულტეტი, შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან ერთად, წელიწადში ორჯერ გზავნის სტუდენტებს საზღვარგარეთ.
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა საშუალებას გაძლევს:
-
გაიღრმავო ცოდნა;
-
გაეცნო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო სისტემას;
-
გაეცნო მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებს;
-
განვითარდე პიროვნულად;
-
განავითარო მულტიკულტურული და ინტერპერსონალური ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
-
შეისწავლო უცხო ენები;
-
შეიძინო საჭირო კონტაქტები.
საბუთების მიღება ცხადდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო სემესტრისთვის. ყოველ სემესტრში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საშუალოდ 20 სტუდენტს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამაში.