ინფორმაცია პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც შზსუ-ში სურთ სწავლის გაგრძელება:

სტუდენტებს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან საშუალება ეძლევათ შზსუ-ში ისწავლონ 1 სემსეტრის განმავლობაში Erasmus+ ან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

სააპლიკაციო დოკუმენტები:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • სასწავლო კურსების ჩამონათვალი
  • პასპორტის ასლი
  • ფოტოსურათი

სარეგისტრაციო ვადები:

გაზაფხულის სემესტრი: 30 მაისი

შემოდგომის სემესტრი: 20 ნოემბერი

 

იხილე დამატებითი ინფორმაცია:

გაცვლითი პროგრამის სტუდენტების სახელმძღვანელო

აკადემიური კალენდარი

სასწავლო კურსები 2015/2016 სასწავლო წლისათვის

კრისტინა ლაზარიდი

klazaridi@ibsu.edu.ge

ტელ: +995 322 59 50 05 (186) 

 

შარლი კარლომაინო - ინსუბრიას უნივერსიტეტი, ვარეზე, იტალია.

"გამარჯობა, ჩემი სახელია შერლი. მე იტალიაში, ინსუბრიას უნივერსიტეტში, გლობალური მეწარმეობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობ.გადაწყვეტილება მიმეღო მონაწილეობა ერაზმუსის პროგრამაში იყო უცაბედი და ამასთანავე სანატრელი. ყოველთვის მინდოდა მემოგზაურა, შემეცნო მსოფლიო,სხვადასხვა კულტურები და მიმეღო ახალი გამოცდილება.

ჩემმა უნივესიტეტმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, შემომთავაზა ცალკეული პროექტი და მაშინვე გავიაზრე რომ ეს ჩემი შანსი იყო.

სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან შეხვედრის იდეა, მათთან ყოველდღიური ცხოვრების მომენტების გაზიარება და შესაძლებლობა მესწავლა ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, როგორიც შავი ზღვის საერთაშირისო უნივესიტეტია, არის მიზეზი რატომაც ჩავერთვე ამ თავგადასავალში.

მინდოდა გამომეხატა ის რაც ვარ ან ის რისიც მჯერა რომ ვარ: ადამიანი, რომელსაც დიდი სურვილი აქვს ყოველდღიურად გაუმჯობესდეს და გაიზარდოს იმ გამოცდილების დახმარებით რასაც ცხოვრება სთავაზობს.

არის ერთი წინადადება რაც ყველა ერაზმუსის სტუდენტმა იცის: „ერთხელ ერაზმუსი, ერაზმუსი ყოველთვის“. ამაზე დიდი სიმართლე არ არსებობს.

ეს გამოცდილება ცვლის შენს ცხოვრებას, გაქცევს უკეთეს ადამიანად და გაძლევს შესაძლებლობას რომ გაიცნო შენი თავი და სხვები; გადალახო ყველა ბარიერი, განთავისუფლდე ცუდი განწყობისგან და შეხედო სამყაროს სხვა თვალით. მჯერა რომ ყველაფერი რაც ახლა ვთქვი გამოხატავს იმას, რასაც რეალურად ვგრძნობ იმ გამოცდილებისადმი, რამაც უკესობისკენ შეცვალა ჩემი ცხოვრება."

   
სტეფანი ელიზაბედ ტომასონი - ინსუბრიას უნივერსიტეტი, ვარეზე, იტალია.
 

"Ciao a tutti!

მე მქვია სტეფანი და ვარ გაცვლითი პროგრამის სტუდენტი იტალიიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

დაბადებიდან მულტიკულტურულ გარემოში ვიზრდებოდი. დავიბადე ვენესუელაში, იტალიურ-ესპანურ ოჯახში. მიტაცებდა მოგზაურობა და წარმოუდგენელია რამდენად კარგად მოვიდა შესაბამისობაში ჩემი სწავლა ჩემს გატაცებასთან.

მივიღე ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და მენეჯმენტში ვარეზეში, უნსუბრიას უნივერსიტეტში. ამ პერიოდის განმავლობაში გამიმართლა და მოვიგე ერაზმუსის სტიპენდია ესპანეთში, მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტში. იქ მე საბოლოოდ შევძელი გამერღვია საზღვრები და შევბრძოლებოდი საკუთარ შეზღუდვებს. აქედან გამომდინარე, მე მტკიცედ მჯერა რომ ჩემ მიერ იქ გატარებულ 9 თვეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მომავალში ჩემი პროფესიული მიღწევებისათვის.

სექტემბერში გადავწყივტე გამეგრძელებინა სწავლა ვარესში, მაგისტრატურაში, საერთაშორისო ბიზნესისა და მეწარმეობის მიმართულებით. ამ დროის განმავლობაში ამირჩიეს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისათვის, სადაც ჩართული იყო ლივერპულის, ყაზახეთისა და უკრაინის უნივერსიტეტები.პროგრამებმა შესაძლებლობა მომცა გამეტარებინა 5 თვე თბილისში და მესწავლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე.

ყოყმანის გარეშე გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს შანსი და ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი თბილისში. მე პირველი სტუდენტი ვარ ჩემი უნივერსიტეტიდან,რომელიც ანხორციელებს ამ პროგრამას და მე ამით ვამაყობ. ვთვლი რომ ამ გამოცდილებას ექნება პოზიტიური გავლენა ჩემს მომავალ კარიერაზე. პირველად შტაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, რადგან ყველაფერი განსხვავებული იყო იმისგან,რასაც შეჩვეული ვიყავი. პირველი დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მივხვდი როგორი იღბლიანი ვიყავი იმის გამო, რომ მომეცა ეს შანსი. საქართველო გასაოცარი განვითარებადი ქვეყანაა, ის ცდილობს იპოვოს ბალანსი მოდერნიზაცია-ინოვაციასა და უძველეს კულტურას შორის, რომელიც ქართულ ტრადიციებში კარგადაა ფესვგადგმული.

უფრო მეტიც, მისი ბოლოდროინდელი ღიაობა ევროპისადმი არის ის,რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ; სტუდენტები და უნივერსიტეტები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი იდეებისა და კულტურების გაზიარებისათვის. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ რომ იტალიისა და საქართველოს უნივერსიტეტების თანამშრობლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. "

   

ანეტა ბლაჟერი – კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი.

"ჩემი სახელია ანეტა. 2014 წლის ზაფხულში გადავწყვიტე გამომეყენებინა პოლონური უნივერსიტეტისგან მოცემული შანსი წამოვსულიყავი საქართველოში. პროგრამა ერთ სემესტრს ითვალისწინებდა, თუმცა საქართველო ისე შემიყვარდა უკან აღარ ვბუნდებოდი. საქართველოში დაახლოებით ერთი წელი გავატარე და ვთვლი, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება მივიღე!

შავი ზღვის უნივერსიტეტმა ჩემი საქართველოში ყოფნის დრო დაუვიწყარი გახადა. უნივერსიტეტი მულტიკულტურულია, თუმცა მე პირველი პოლონელი სტუდენტი ვიყავი და თავსაც განსაკუთრებულად ვგძრნობდი. პირადად, არასდროს მინახას ისეთი ინდივიდუალური მიდგომა სტუდენტისადმი როგორიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტშია და ვფიქრობ, რომ შესანიშნავი სწავლების მეთოდია."