ინფორმაცია შზსუ-ის სტუდენტთათვის, რომელთაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაცვლითი პროგრამის საშუალებით 1 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ საზღვარგარეთ შზსუ-ის პარტნიორ უნივერსიტეტებში. პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსზე და სამაგისტრო პროგრამის მე-2 და მე-3 სემესტრში. პროგრამა ხორციელდება Erasmus+, Mevlana ან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა გულისხმობს შემდეგ ეტაპებს:

  1. სტუდენტი აკეთებს განაცხადს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ფაკულტეტის მიერ გამოცხადებულ ვადებში
  2. საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების საბჭო არჩევს საუკეთესო კანდიდატებს მათი აკადემიური მოსწრების (GPA), სოციალურ ღონისძიებებში ჩართულობის და ლექტორების მიერ გაწეული რეკომენდაციების საფუძველზე.
  3. შერჩევის შემთხვევაში, სტუდენტი ავსებს შესაბამის სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის მასპინძელ უნივერსიტეტში.
  4. შერჩეული კანდიდატი აკეთებს ვიზაზე განაცხადს, ჯავშნის ავიაბილეთს, საცხოვრებელს, შეიძენს სამოგზაურო დაზღვევას.
  5. სტუდენტი მიემგზავრება მასპინძელ უნივერსიტეტში.

 

სააპლიკაციო დოკუმენტები:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • ნიშნების ფურცელი
  • რეკომენდაციის წერილი
  • ენის სერტიფიკატი
  • CV

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

კრისტინა ლაზარიდი

საერთაშორისო პროგრამების განყოფილება

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი

ელ-ფოსტა: klazaridi@ibsu.edu.ge

ტელ: +995 322 59 50 05 (186) 

 

 

გიორგი სამხარაძე – ბრაგანცის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია

 

"პირველი, რაც პორტუგალიაზე საუბრის დროს მახსენდება არის თუ რაოდენ კეთილი და თბილი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რაოდენ ლამაზი ადგილებია იქ. თავად ქვეყანა წააგავს საქართველოსაც.

უნივერსიტეტში ყველაფერი ძალიან ორგანიზებული იყო, მშვენიერი კამპუსით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სტუდენტები იყვნენ დაფასებულნი და მათ ექცეოდნენ როგორც თანასწორებს.

იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გაცვლით პროგრამაზე რეგისტრირდებიან რათა უცხო ქვეყანა ნახონ, ახალი ხალხი გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნიდან და უბრალოდ გაერთონ, ნამდვილად ვურჩევდი ბრაგანსაში წასვლას. როგორც უკვე აღვნიშნე, ხალხი აქ ძალიან მეგობრულია და ღამის ცხოვრებაც შესანიშნავია."