ვინ ვართ ჩვენ

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გახლავთ შავი ზღვის უნივერსიტეტის პირველი ფაკულტეტი, რომელიც დაარსდა 1995 წელს. დაფუძნებიდანვე ბიზნესის მართვის ფაკულტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მოთხოვნად ფაკულტეტს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ჩვენს კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და შესაბამისი განათლება, რომელიც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმბის ბაზარზე.

ამჟამად, ჩვენი ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლობს 18 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე. მათთვის ლექციებსა და სემინარებს ატარებენს ადგილობრივი და უცხო ქვეყნიდან მოწვეული კვალიფიკაციური ლექტორები. ფაკულტეტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სწავლის პროცესის შეუფერხებელ მსვლელობას სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით.

 

პროგრამები

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გთავაზობთ ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სტანდარტების შესაბამის აკადემიურ პროგრამებს. ინგლისური და ქართულენოვანი სექტორები საშუალებას აძლებს ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს სასურველ ენაზე მიიღონ განათლება სწავლების სამივე საფეხურზე.

ბაკალავრიატის დონეზე გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და ტურიზმი. სამაგისტრო დონეზე - მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ხოლო მესამე საფეხურზე - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამას.

ბაკალავრიატის სტუდენტებს ძირითად სპეციალობასთან ერთად შეუძლიათ აირჩიონ მეორადი (Minor) სპეციალობაც ზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ფაკულტეტების მიერ შემოთავაზებული მეორადი პროგრამებიდან.

 

აკადემიური აქტივობები:

ყოველწლიურად ბიზნესის მართვის ფაკულტეტი ორგანიზებას უწევს სხვადასხვა აკადემიურ აქტივობას:

კონფერენციები:

  • აბრეშუმის გზის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  • სტუდენტების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - კრეატიული აზროვნება ბიზნესისათვის

პროექტები:

  • ბიზნეს ინკუბატორი - IBSU Idea Lab
  • ბიზნესის ანბანი
  • კურსდამთავრებულთა Homecoming - ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით
  • ერთობლივი ბიზნეს სიმულაციის პროექტი ქენესოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად

კონკურსები:

  • ბიზნეს გეგმების კონკურსი
  • ბიზნეს ქეისების კონკურსი
  • საერთაშორისო კონკურსი Peaktime - აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ბიზნეს ოლიმპიადა, რომელიც ორგანიზებულია სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მიერ რიგაში
  • საერთაშორისო კონკურსი Finance Challenge- საერთაშორისო შეჯიბრი, ორგანიზებული სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მიერ რიგაში

მრგვალი მაგიდა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მიერ ინიცირებული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ACCA-ს ერთობლივი მრგვალი მაგიდა

სემინარები:

წამყვანი ბიზნესმენებისა და კომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით

სამეცნიერო გამოცემები:

ბიზნეს ჟურნალი „Journal of Business”- გამოიცემა წელიწადში ორჯერ

 

საერთაშორისო პროექტები

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი ჩართულია ოთხ საერთაშორისო პროექტში - სტუდენტების კარიერული სერვისების განვითარება საქართველოში (TEMPUS Developing Student Career Services in Georgia (CASEDE)), უმაღლეს განათლებაში ცვლილებების ხელმძღვანელობა და მართვა (TEMPUS- Leading and Managing Change in Higher Education (LaMANCHE)); გაეროს მიერ მხარდაჭერილი პროექტები: შავი ზღვის რეგიონში უნივერსიტეტების თანამშრმლობის ქსელები (University collaboration network at the Black Sea Region (Univer-Sea.Net)) და ვიშეგრადის ფონდის საუნივერსიტეტო გრანტის პროექტი სასწავლო კურსების განვითარებისათვის (Visegrad University Grant Project for Course Development). აღნიშნული პროექტების ფარგლებში ფაკულტეტს დაემატა ახალი კურსები (კარიერის მართვა, გაეროს ინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში), შზსუ-ს გადაეცა 100 თანამედროვე წიგნი კარიერის მართვაზე, დაარსდა ახალი ეროვნული კარიერული ვებ-პორტალი, სტუდენტები დაესწრნენ ვორქშოპებს რუმინეთსა და თურქეთში, ონლაინ კურსებს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა: სოციალური მეწარმეობა, კონფლიქტების მართვა, მულტიკულტურალი განათლება, ამასთანავე, ფაკულტეტის წევრებმა გაიარეს ტრენინგი თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებში და ა.შ.

 

გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამები

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი გთავაზობთ გაცვლით პროგრამებს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის პარტნიორ უნივერსიტეტებში. 2015/2016 აკადემიური წლიდან სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ საზღვარგარეთ Erasmus+ და Mevlanaპროგრამების ფარგლებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. გარდა ამისა, ფაკულტეტი გთავაზობთ ორმაგი ხარისხის პროგრამას კალიფორნიის პენსილვანიის უნივერსიტეტთან ერთად. აღნიშნული პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ როგორც შზსუ-ს ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტის დიპლომს.

 

კარიერა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი სრულად პასუხობს შზსუ-ს დევიზს - საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო დასაქმება. ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან დასაქმებისათვის აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლითაც ისინი მიზიდველნი ხდებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი პოტენციური დამსაქმებლებისთვის. ჩვენი კურსდამთავრებულები იკავებენ ლიდერულ პოზიციებს კერძო და საჯარო სექტორებში ან აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ჩვენს კურსდამთავრებულთა შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ კურსდამთავრებულთა ვებ-გვერდს alimni.ibsu.edu.ge