მისია 
როგორც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის და ბიზნესის გარემოს შემადგენელი ნაწილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი თავის მისიას განსაზღვრავს შედეგი სახით:
მოამზადოს ეფექტიანი, წარმატებული და სოციალურად პასუხისმგებელი  ლიდერები მათი მეწარმული აზროვნების განვითარებით და უწყვეტი განათლებისა და მულტიკულტურულ სამყაროსთან დიალოგის სურვილით;
აწარმოოს ინოვაციური, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი საქმიანობა და თეორიისა და პრაქტიკის ინტენსიური ინტეგრაციის გზით გააღრმაოს კვლევა და სწავლება;
მოამზადოს სტუდენტები ბიზნესის და აკადემიური კარიერისათვის, მისცეს შესაბამისი ცოდნა, შესძინოს  დასაქმებისათვის საჭირო უნარები და გლობალური ადამიანური ღირებულებები;
იყოს ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური დაწესებულებების ქსელის გამორჩეული  წევრი.
 
ხედვა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მიზნად ისახავს იყოს აღიარებული  როგორც ინოვაციისა და მაღალკვალიფიციური სწავლების, ადამიანური ღირებულებების და მულტიკულტურული დიალოგის მხარდამჭერი ცენტრი.
ღირებულებები
  • სწავლება და სწავლა
  • ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტს  სწავლების სხვადასხვა ეფექტურ მეთოდებს;
  • ლექციები, სემინარები, პრაქტიკული დავალებები, პროექტები და სხვა სწავლა / სწავლების საქმიანობა გაუძლიერებს სტუდენტს შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს, ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნასა და ეთიკურ ცნობიერებას, უწყვეტი განათლებისადმი სწრაფვას.
  • წარმატება და უპირატესობა
  • ჩვენ ვქმნით სტუდენტების წარმატებისათვის საფუძველს სწავლების, სწავლისა და მხარდაჭერის  საშუალებით;
  • სტუდენტები აჩვენებენ სწავლის შედეგების მიღწევის მაღალ დონეს სასწავლო კურსების მიხედვით.
  • პასუხისმგებლობა
  • ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას განვახორციელოთ  სასწავლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს არსებული და მოსალოდნელ ბიზნეს რეალიებს;
  • ჩვენ გამჭვირვალედ ვაფასებთ სტუდენტის მიერ სწავლების შედეგების მიღწევის დონეს და ვახორციელებთ ცვლილებებს სწავლისა და სწავლების მეთოდებში სწავლის დონის გასაუმჯობესებლად.
  • თანამშრომლობა და კოლეგიალობა
  • ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ქმნიან საერთო პატივისცემის ატმოსფეროს;
  • ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუდენტები უზიარებენ ერთმანეთის იდეებს, მხარს უჭერენ   ერთმანეთის ძალისხმევასა და პროფესიულ ურთიერთობებს.
  • სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობა
  • კურიკულუმის შინაარსი და საგნების განაწილება მიმართულია საზოგადოებისა და ბიზნესისათვის ისეთი  მნიშვნელოვანი საკითხებისაკენ, როგორებიცაა: კულტურული მრავალფეროვნება, ადამიანთა უფლებები, გარემოსდაცვა, მდგრადი განვითარება და სხვა გლობალური საკითხები.
  • ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ისეთი  აკადემიური რესურსების მოზიდვას და  განვითარებას, რომლებიც მზად არიან აწარმოონ კვლევა და სწავლება საზოგადოების და ბიზნესის თანამედროვე განვითარების ტენდენციების შესაბამისად 
  • ეთიკურობა
  • სტუდენტები და ფაკულტეტის თანამშრომლები ურთიერთობენ ეთიკურ და პროფესიულ საფუძვლებზე.