შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შექმნილია მყუდრო გარემო სტუდენტებისათვის. აქ მათ საშუალება აქვთ წარმოაჩინონ საკუთარი კულტურა და ტრადიცია. ყოველწლიური ინტერკულტურული ფესტივალის მიზანია განსხვავებული კულტურების გაცნობა და მათი საზეიმო ურთიერთგაცვლა შზსუ-ში. ინტერკულტურული ფესტივალი არის ჩვენი უნივერსიტეტის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს შზსუ-ს საზოგადოებაში შემავალი კულტურების მრავალფეროვნებას. ფესტივალის ფარგლებში სტუდენტები პოულობენ დროს და წარმოადგენენ საკუთარი კულტურის ისეთ ელემენენტებს, როგორებიცაა სამზარეულო, ხალხური ცეკვები, მუსიკა და ა.შ.