პროგრამის მიზანი: საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში; პროგრამის მიზანია აგრეთვე სტუდენტებისათვის ბიზნესის და საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და ზოგადი კომპეტენციების უზრუნველყოფა.

დასაქმების სფერო: საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორში, სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში (საწარმოო და ბიზნეს სტრუქტურები), სადაც ის პრაქტიკულად განახორციელებს ძირითად პროფესიულ ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს არა მხოლოდ ბიზნესის საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის, არამედ სხვა პროფილითაც, შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მიღება

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.

პროგრამაზე ჩასაბარელი მეოთხე საგანი:

ინგლისურენოვანი სექტორი ქართულენოვანი სექტორი
  1. მათემატიკა
  2. ისტორია
  3. გეოგრაფია
  4. სამოქალო განათლება
  1. მათემატიკა
  2. ისტორია
  3. გეოგრაფია
  4. სამოქალო განათლება

საგანმანათლებლო
პროგრამა

კატალოგი