აფილირებულმა პროფესორმა, დოქტორმა, ილიას ჩილოღლუმ 1999 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამა.

 შემდეგ მან სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც 2001 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.  2001 წლიდან დაიწყო მუშაობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2008 წელს გახლდათ მიწვეული მკვლევარი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ა.შ.შ). 2009 წელს ბატონმა ილიასმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.  2009-2014 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანი. 2014 წლამდე ბატონ ილიასს ეკავა პრორექტორის, ხოლო  2014 წლიდან უკავია რექტორის თანამდებობა.

კვლევის ინტერესები: გარდამავალი და რეგიონალური ეკონომიკის ინტეგრაცია (EU, BSEC, APEC, ASEAN, NAFTA), მცირე და საშუალო საწარმოები, ტურიზმი, ეკონომიკა.
ელ.ფოსტა: ciloglu@ibsu.edu.ge