2017 წლის იანვრიდან ლაშა ქავთარაძე მუშაობს გალტ & თაგარტში ეკონომისტის პოზიციაზე. 2015-2016 წლებში ის ხელმძღვანელობდა მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილებას საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში.  2008-2014 წლებში მას ეკავა მთავარი ეკონომისტის პოზიცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების განყოფილებაში. ბატონ ლაშას აქვს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი და არის ასისტენტ პროფესორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ის კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში. 
მას სადოქტორო ხარისხი დაცული აქვს Università Cattolica del Sacro Cuore-ში, მილანი, იტალია. ასევე გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრენინგები მაკროეკონომიკის, გამოყენებითი ეკონომიკის, სახელმწიფო ფინანსების, მაკრო-ფისკალური მოდელირების და პროგნოზირების მიმართლებით ავსტრიასა და ამერიკაში. ასევე, ის მიწვეული იყო მაკრო მკვლევარის რანგში იაპონიის ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში.
ელ.ფოსტა: l.kavtaradze@ymail.com