დოქტორ ნიკოლოზ ფარჯანაძეს თავისი კარიერის განმავლობაში აკადემიურ პოზიციებზე უმუშავია სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველო), საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო), შუა აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში, ქუვეით სითი, ქუვეითი. მან დაასრულა სამი სამაგისტრო პროგრამა - ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი; დაცული აქვს დოქტორის ხარისხი ფილოლოგიაში. ამჟამად, ნიკოლოზ ფარჯანაძე არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი და ხელმძღვანელობს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. იგი ლექციებს კითხულობს შემდეგ დისციპლინებში - ენათმეცნიერების შესავალი, განათლების სფეროს კვლევა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. იგი ასევე ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებაში. მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები ასახავს მის კვლევით ინტერესებს - ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი, კვლევა და პრაქტიკა.