ნათელა დოღონაძემ 1978 წ. დაამთავრა ი.ჭავჭავაძის სახ. თბილისის უცხოურ ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი (ამჟამად ილიას უნივერსიტეტი) სპეციციალობით ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებელი. იგი მეცნიებებათა დოქტორია განათლებაში (სწავლების მეთოდებში).

ნათელა დოღონაძემ1983 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საშუალო სკოლაში ლექსიკის სწავლების მეთოდებზე და 1998 წ. - სადოქტორო დისერტაცია ინგლისური ენის სახელმძღვანელოს შემუშავების მეთოდებზე ზრდასრული მოსწავლეებისთვის. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1983-2006 წლებში. 2006 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორია განათლების მიმართულებით. 2006-2016 წელს იგი იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი. 2011 წლიდან რამდენიმე აკადემიური პროგრამის კოორდინატორი იყო, ამჟამად ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და განათლების მეცნიერებების დადოქტორო პროგრამას. შზსუ-ში არსებული სწავლების ხელოვნების ცენტრის დირექტორია. ნათელა დოღონაძე 200-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის 15 წიგნის (ზოგიერთი თანაავტორით).იგი ასევე 37 დაცული სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელია. ნათელა დოღონაძე ხელმხღვანელობდა რამდენიმე საგანმანათლებლო საერთაშორისო პროექტს.