ლელა აბდუშელიშვილი, პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი 20 წელია, რაც მოღვაწეობს განათლებისა და სწავლების სფეროში.

მას გააჩნია ბრიტანეთის საბჭოსა და ევროკავშირის  ტრენერ-კონსულტანტის საერთაშორისო კვალიფიკაცია, 2006 წლიდან აწარმოებს პროფესორულ საქმიანობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; ხელმძღვანელობს შემდეგ კურსებს: ზოგადი და ბიზნეს ინგლისური, ბიზნეს კომუნიკაცია, აკადემიური წერა, ლიდერობა და მართვა, კვლევის მეთოდები, კარიერის დაგეგმვა, იურიდიული თარგმანი, თარგმანის 6 სხვადასხვა მიმართულება, ორგანიზაციული ქცევა. გარდა ამისა, იგი სხვადასხვა ორგანიზაციებში (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევრო კავშირი, ვესტმინისტერის ფონდი, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკი) ხელმძღვანელობს პროფილურ ტრეინიგებს მრავალი სხვადასხვა მიმართულებით – განათლება, ადამიანური რესურსების მართვა, ზოგადი მენეჯმენტი, პერსონალის განვითარება და გადამზადება, ორგანიზაციული ქცევა, ლიდერობა და მართვა, ბიზნეს და კორპორატიული კომუნიკაცია.
იგი 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ხარისხის მართვის კოორდინატორად და ტრენერად ბრიტანეთის საბჭოს სამხედრო ინგლისურის სწავლების პროექტში, არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ტრენერი, ასწავლის იურიდიულ თარგმანს მაგისტრატურაში თბილისის სახელმწიფო უნივესრიტეტში და სხვადასხვა ორგანიზაციებს კონსულტაციებს უწევს პერსონალის განვითარებისა და გადამზადების საკითხებში. 
უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწეობის გარდა, ლელა არის ევროკავშირის მიერ აკრედიტებული და სერთიფიცირებული ტრენერ-კონსულტანტი და პროფესიონალი მთარგმნელ-თარჯიმანი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობის  20 წლიანი გამოცდილებითა და სხვადასხვა მთარგმნელობითი პროექტების ხელმძღვანელი. 
ლელა აბდუშელიშვილი მოხსენებებით გამოდის სხვადასხვა კონფერენციებზე და მონაწილეობს საგანმანათლებლო ღონისძიებებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და ხელმძღვანელობს მრავალ საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომს. გარდა ამისა, იგი რამდენიმე საგანმანათლებლო საბჭოსა თუ კომისიის წევრია.
ელ.ფოსტა: lelaabdushelishvili@hotmail.com