ქალბატინი თეა სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე.

მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (მაგისტრატურა); ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (ბაკალავრიატი); კავკასიის უნივერსიტეტის (კავკასიის ბიზნესის სკოლა) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის პროგრამა ფინანსების სპეციალობით. 2010 წელს მოიპოვა ბიზნესის მართვის დოქტორის აკადემიური ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ქალბატონი თეა 1999 წლიდან უნივერსიტეტში იკავებდა მკვლევარი ასისტენტის, 2001-2004 წლებში ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტის კოორდინატორის, 2007-2008 წლებში ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კოორდინატორის, 2006-2008 წლებში ბიბლიოთეკის კომისიის თავმჯდომარის, 2008-2010 წლებში ხარისხის უზრუნველყოფის ვიცე-მენეჯერის, 2008-2010 წლებში უნივერსიტეტის ზედამხედველის, 2012-2016 წლებში  ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხარისხის მართვის მენეჯერის, შემდგომ, ვიცე-დეკანისა და ამავდროულად ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორის, ხოლო 2016 წლიდან ქალბატონ თეას უკავია დეკანის თანამდებობა და ამავდროულად გახლავთ ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირებაში.  
ქალბატონმა თეამ 2010 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “საინვესტიციო კლიმატი საქართველოში: უახლესი მიღწევები და გამოწვევები“. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 1 მონოგრაფიისა და 1 წიგნის ავტორი (რომელიც გამოიცა გერმანიაში).
2009 წელს ქალბატონი თეა გახლდათ ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (აშშ), სადაც აწარმოვებდა კვლევას თემაზე: „საინვესტიციო კლიმატის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“ და მიიღო სერტიფიკატი, ხოლო 2016 წელს ერასმუს+ იმყოფებოდა პერსონალის სასწავლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლიტვაში, შაულიაის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს სოციალური მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. 
ქალბატონი თეა წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს პროექტს: „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ინვესტორები ბიზნესმენების წინააღმდეგ“, ხოლო ამჟამად იგი გახლავთ „მრგვალი მაგიდის დისკუსიების“ კოორდინატორი. თეა ასევე ჩართულია საერთაშორისო პროექტში: „ევრო ინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“. ასევე გახლავთ მრავალი სამაგისტრო და სადოქტორო თემის ხელმძღვანელი.   
კვლევის ინტერესები: საინვესტიციო კლიმატი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი), საპენსიო ფონდები, სავალუტო ბაზარი, სიღატაკის პრობლემები, კომპანიებისა და საინვესტიციო პროექტების შეფასება, საერთაშორისო ვაჭრობა და ფინანსები.

საგნები: კორპორაციული ფინანსები; ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები; საერთაშორისო ფინანსები; ინვესტიციებისა და პორტფელის მართვა; ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური უწყისების ანალიზი;

ოთახი: A313
ელ-ფოსტა: tea@ibsu.edu.ge