მარიამ ბანძელაძე დაიბადა 1979 წლის 16 მარტს, ქუთაისში, საქართველო. მარიამ ბანძელაძეს მრავალფეროვანი განათლება და პროფესიული გამოცდილება აქვს.  ის სწავლობდა ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი დასავლეთ ევროპულ ენებსა და ლიტერატურაში.

ასევე სწავლობდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკუს უნივერსიტეტში და მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალში.  2007 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობაში. 2007-2008 წლებში მარიამ ბანძელაძე სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და მიღებული აქვს LL.M. (მაგისტრის) ხარისხი საერთაშორისო სამართლებრივ მეცნიერებებში (ბიზნეს სამართალი. 2011 წელს მარიამ ბანძელაძემ მიიღო დოქტორის ხარისხი განათლების მეცბიერებებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მარიამი ამჟამად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი და გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერია (UNFPA). ასევე არის ასოცირებული პროფესორი განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და უძღვება სალექციო კურსებს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე. ის მუშაობდა უფროსი იურისტის პოზიციაზე ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონიერ უზენაესობის პროგრამაში, ასევე იყო ასისტენტის პოზიციაზე ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონიერ უზენაესობის პროგრამაში.