ტურიზმის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრატორი


გახლავთ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და ფინანსების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრატორი, თურქული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს მდივანი.
მოწვეული ლექტორის სტატუსით მუშაობს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), სადაც უძღვება თურქული ენის სასწავლო კურსს.
მუშაობს აგრეთვე იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტად (თურქეთ-საქართველოს ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის საკითხები) და თარჯიმნად (თურქული, რუსული, ინგლისური) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ჩართულია საერთაშორისო პროექტებში. არის DAAD-ის სტუპენდიანტი.
კვლევის ინტერესები: მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია, თურქული ენა, ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობა
სალექციო კურსები: მსოფლიო ცივილიზაციისა და მოგზაურობის ისტორია, კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი.
ოთახი: 306
ელ-ფოსტა: Tinatin.kublashvili@ibsu.edu.ge