ქალბატონმა ლიანამ დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

შემდეგ სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში მოსკოვის სამშენებლო ფიზიკის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიიღო გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის  ხარისხი. საკანდიდატო დისერტაციის დამთავრების შემდეგ გააგრძელა სწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დოქტორანტურაში და  სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მოიპოვა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

კვლევის ინტერესი: თანამედროვე გეოგრაფიული და ეკოლოგიური პრობლემები, გარემო პირობების ცვლილება, კლიმატის გლობალური დათბობა, საკურორტო მეურნეობის მენეჯმენტი, ტურიზმი და კლიმატის ცვლილება.

საგნები: შესავალი ტურიზმში, გარემოს დაცვა და ეკოტურიზმი,  რეკრეალოგია  და კურორტოლოგია, ეკოლოგიური მენეჯმენტი,  საკურორტო მეურნეობის მართვა, ტურიზმის მენეჯმენტი.

ელ.ფოსტა: lianakartvelishvili@yahoo.com