ბატონი გიორგი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე და მიღებული აქვს ინჟინრის დიპლომი.

მან ასევე დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის ასპირანტურა და მიიღო ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ტექნიკური კიბერნეტიკისა და ინფორმაციის თეორიაში. აქვს დოცენტის სამეცნიერო წოდება.

გიორგი ბაღათურიას დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სპეც.ფაკულტეტი, სადაც მიიღო ეკონომისტის კვალიფიკაცია „საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირებაში“.
ამჟამად აქვს აკადემიური დოქტორის  ხარისხი  და ის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი. 
კვლევის ინტერესები: კიბერნეტიკა, კვლევის მეთოდები, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების პროგნოზირება, სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა.
ასწავლის საგნებს ბიზნესისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით: კვლევის მეთოდები, პროგნოზირება, სტრატეგიული მენეჯმენტი. მათემატიკური სტატისტიკა.
ელ. ფოსტა: g.baghaturia@gtu.ge