დავით ასლანიშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. 2012 წლიდან თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ პროფესორი (ბ კონტრაქტი), შეთავსებით კი 2011 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი. 

გოჩა თუთბერიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია.

ბატონმა ვახტანგ რუხაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და იმავე წელს სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

შორენა კახიძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

ქალბატონმა ნინომ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (მაგისტრი);

ბატონი სოლომონი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგისტრის ხარისხი ბიზნეს, საკორპორაციო და საზღვაო სამართალში მოიპოვა ერასმუსის სახელობის როტერდამის უნივერსიტეტში.

ქალბატონმა იზოლდამ დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი, სპეციალობით ქიმია. მან ასევე დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა, სპეციალობით ბიოქიმია.

ნინო ლოლაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). ამავე უნივერსიტეტში 2009 წელს მოიპოვა სინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი.

ქალბატონმა მაიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი,  სპეციალობა „გერმანული ენა და ლიტერატურა“.