მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სალომეს სამუშაო გამოცდილება თორმეტ წელიწადზე მეტ ხანს ითვლის და მოიცავს მუშაობას საფინანსო ინსტიტუტებში, სავაჭრო ორგანიზაციებში, კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებსა და საჯარო სტრუქტურებში.

გურამ შეროზიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი, გააგრძელა სწავლა მაგისტრატურაზე GIPA-ში და ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ქალბატონმა ქეთევანმა დაამთავრა ფინანსებისა და საბანკო საქმის აკადემიური საბაკალავრო პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ალექსანდრე გიორგიძე 1998 წელს დაამთავრა დიპლომატიური ლიცეუმი. 1998-2004 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია.

ანა ივანიშვილმა დაამთავრა უცხო ენებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი (ინგლისური და ესპანური ენების ექსპერტი).

ბატონი ალექსანდრე სწავლობდა სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაქტორო პროგრამაზე ეკონომიკაში.

დავით სხილაძემ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ის არის ეკონომიკის მაგისტრი და აქვს ACCA კვალიფიკაცია.

წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის (მიმართულება - ფინანსები და საბანკო საქმე) და მაგისტრის (მიმართულება ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი) ხარისხით.

ქალბატონი იზაბელა ფერიშვილი სწავლობდა უცხო ენების პიატიგორსკის  ინსტიტუტში, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც იყო  გათანაბრებული  მაგისტრატურასთან 1976-1981 წლებში, ასევე სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, დოქტურანტურა.

ბ-ნი სიმონგულაშვილს აქვს თხუთმეტი წლის მმართველობითი გამოცდილება საოპერაციო და ფინანსურ მართვაში (ძირითადად მომსახურების და განათლების მართვის ინდუსტრიებში), გამოცდილება აგრეთვე მოიცავს სტრატეგიულ, საოპერაციო და ფინანსური დაგეგმვას და კონტროლი.