26-27-28 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო საგნის „ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთორმეტე, ყოველწლიური პროექტი „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“. პირველი კურსის სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, პროფესორი, დოქტორის თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს და განავითარეს საკუთარი ბიზნეს იდეები და წარუდგინეს ჟიურის, რომლის წევრებიც იყვნენ ბიზნეს კლუბის წარმომადგენლები და წინა წლის გამარჯვებული გუნდები. ჟიურიმ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გამოავლინა საუკეთესო მონაწილე ჯგუფები საუკეთესო ბიზნეს იდეით და გეგმით. პირველ 3 ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულ გუნდებს ბიზნეს ლიტერატურა.

  • IMG_20171226_093047
  • IMG_20171226_093105
  • IMG_20171226_095805
  • IMG_20171226_114335
  • IMG_20171226_121056
  • IMG_20171226_121309
  • IMG_20171227_123930
  • IMG_20171228_134154
  • IMG_20171228_134606