შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 29 მარტს უმასპინძლა პალიტრა L -ის პროექტს “ლურჯი ოკეანე” წარმატებისთვის: ქართველების წარმატებული სტარტაპები ამერიკასა და საქართველოში. ღონისძიება გახსნა არჩილ ჭეიშვილმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების კურსდამთავრებულმა და ტექნოლოგიური კომპანია "Palatine Analytics" დამფუძნებელმა, თემით - როგორ დავიწყოთ სტარტაპი.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვების, კომუნიკაციების სპეციალისტი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი კონსულტანტი, ალექსი ჩიქოვანი. მან ისაუბრა თემაზე - დიადი გადაწყვეტილებები.
ღონისძიება დაასრულა გიორგი ჭილაიამ, ინტერნეტსასწავლო პლატფორმა "ნებულას" დამფუძნებელმა, თემით - Leavingstone-ის ისტორია  და  "ცოდნა სუპერძალაა".