შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 2018 წლის 3 და 4 ნოემბერს უმასპინძლა პროექტს: „ჩემი ბიზნეს გასაღები“, რომლის მიზანია პირველკურსელებს, რომლებსაც სურთ ისწავლონ იბსუ-ში გაუზიაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული ქეისების განხილვის გამოცდილება, გაუუმჯობესოს აკადემიური უნარ-ჩვევები, ასწავლოს უნივერსიტეტის პროფესორებთან, წარმატებული კომპანიის მენეჯერებთან და პრაქტიკოსებთან მუშაობა და შუექმნას მათ ინტერნაციონალური სტუდენტური გარემო. 
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მასშტაბით არსებული პირველკურსელები, რომლებსაც სურვილი აქვთ სამომავლოდ სწავლა გააგრძელონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 
პროექტის ფარგლებში განიხილეს შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და დასაქმებადი პროფესიების: მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსებისა და ტურიზმის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საჯარო ლექციებსათვის და გაეცნოთ ცნობილი კომპანიების მაგალითებზე დაფუძნებული რეალური ქეისები. პროექტს უძღვებოდნენ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები, ცნობილი კომპანიის მენეჯერები და პრაქტიკოსი ლექტორები. სტუდენტებისთვის პროექტში მონაწილეობა უფასო იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფაკულტეტის სტუდენტები. პროექტი დასრულდა “ბიზნეს თამაში (Business Game)’’ -ით, სადაც გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები. პროექტის ყველა მონაწილეს კი, გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი. 
„ჩემი ბიზნეს გასაღები“ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად, ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. იმედი გვაქვს, მონაწილე სტუდენტებს სულ მცირე ხანში უკვე ჩვენს სტუდენტებად ვიხილავთ.